მსოფლიო ტური  2024-2025

... და წარმოუდგენელი ემოციები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ!
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
%dates.0.day%.%dates.0.month%.%dates.0.year%
Დასაწყისი %dates.0.time%
%venue.0.name%
%venue.1.name%
%category_name%
%dates.0.day%.%dates.0.month%.%dates.0.year%
Დასაწყისი %dates.0.time%
%venue.0.name%
%venue.1.name%
%category_name%
%dates.0.day%.%dates.0.month%.%dates.0.year%
Დასაწყისი %dates.0.time%
%venue.0.name%
%venue.1.name%
%category_name%
VIP
გაიყიდა
От %offer_price%₽
%dates.0.day%.%dates.0.month%.%dates.0.year%
Დასაწყისი %dates.0.time%
%venue.0.name%
%venue.1.name%
%category_name%
%dates.0.day%.%dates.0.month%.%dates.0.year%
Დასაწყისი %dates.0.time%
%venue.0.name%
%venue.1.name%
%category_name%
VIP
მალე
От %offer_price%₽

ბალეტი

სუხიშვილები - ლეგენდარული ანსამბლი, რომელიც 75 წელზე მეტია თვითმყოფადი ქართული ცეკვის ტრადიციებს ინარჩუნებს. შთამბეჭდავი ქორეოგრაფია, კაშკაშა კოსტუმები, ცეცხლოვანი ვნება და ორკესტრი უნიკალური ინსტრუმენტებით, რომელთა ჰანგების თანხლებით სცენაზე საქართველოს მუსიკალური ისტორია ცოცხლდება.
ქართული ნაციონალური ბალეტი ცეკვის ერთადერთი ანსამბლია, რომელმაც მილანის ლა სკალას სახელგანთქმულ სცენაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კონცერტმა ფურორი გამოიწვია: თეატრის ფარდა 14-ჯერ აიხადა. ამრიგად, ენრიკო კარუზოს რეკორდი, რომლის კონცერტის ბოლოს ფარდა 11-ჯერ აიხადა, მოისხნა.
აშშ-ში, ბროდვეიზე ანსამბლის კონცერტი ორჯერ აღიარეს საუკეთესო წარმოდგენად.

პარიზში, ბალეტის პირველ წარმოდგენაზე, საკონცერტო დარბაზის წინ რიგი სამ კვარტალზე გადაიჭიმა. საფრანგეთში ტურნეს დასრულებისთანავე პოპულარული გახდა მაღალყელიანი ჩექმები და ბეწვის დიდი ქუდები. ივ სენ-ლორანის კოლექციაში კი ფართოზოლიანი და ბაფთიანი ქამრები გამოჩნდა, რომლებიც დღესაც მოდაშია.

მამაკაცები გასაოცარი სიზუსტით ცეკვავენ, ქალების მოძრაობა კი ანგელოზთა ნარნარს გვაგონებს. სიკისკასისა და სინარნარის ერთობის წყალობით, წარმოდგენა სრულად დაუვიწყარი და გამორჩეულია. თითოეული ცეკვა სცენაზე გაცოცხლებული საოცარი ამბავია.

ანსამბლის დამაარსებლების გარდაცვალების შემდეგ მას სუხიშვილების დინასტიის შთამომავლები ხელმძღვანელობენ. და სწორედ მათი წყალობითაა, რომ ქართული ეროვნული ცეკვის ხელოვნება დღესაც პოპულარობის ზენიტშია...

პირველი თაობა (1945-1985)
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი (დამაარსებლები)

მეორე თაობა (1985-2000)
თენგიზ სუხიშვილი და ინგა სუხიშვილი(ვაჟიშვილი და რძალი)

მესამე თაობა (2000 წლიდან)
ნინო და ილიკო სუხიშვილები (შვილიშვილები)

ცალკე ხელოვნებაა სუხიშვილების ბალეტის კოსტიუმები. მთელი სამოსი და ნაქარგები მხოლოდ ბუნებრივი მასალებისგანაა შექმნილი. აგრეთვე გამოყენებულია მოხატულობა, აპლიკაციები, ლითონი და ქვები.
ანსამბლის რეკვიზიტშია ხმლები და ხანჯლები, რომლებსაც ცეკვის დროს იყენებენ.
ქ-ნი ნინო სუხიშვილი (მესამე თაობა) კოსტიუმების დიზაინერი და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია.

Ბილეთების ყიდვა

პრესა ბალეტის შესახებ

Sukhishvili, for all its acrobatics and occasional swordfighting, possesses a refined esthetic, from the live musicians on stage with drums, flutes, guitar and accordion, to the poise of the dancers, with their lifted, dignified bearing...

ენერგიული მუსიკის, მამაკაცთა ძალის, ქარბორბალას მსგავსი ბრუნების, ნახტომების, ხმლების, ფარებისა და ხანჯლების, ხატულა კოსტუმებში გამოწყობილ ქალ-შემსრულებელთა მოსრიალე და მოხდენილი მოძრაობის ერთობლიობა...

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ - თავიდან ოჯახურმა წამოწყებამ - კომუნიზმის უღელს, ცივ ომს, საბჭოთა კავშირის დაშლას გაუძლო და მსოფლიოში აღიარებულ ანსამბლად ჩამოყალიბდა.

უბრალოდ მომისმინე

FAQ

როგორ შევიძინოთ ბილეთი?
ბილეთის საყიდლად დააჭირეთ ღილაკს „ბილეთების ყიდვა“ სასურველი ქალაქის გვერდით და აირჩიეთ შესაბამისი ოპერატორი. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაფერისი ადგილები და იყიდოთ ბილეთი. ბილეთები ავტომატურად გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.
როგორ გადავიხადოთ?
ბილეთების საფასურს გადაიხდით ევროპული საგადასახადო სისტემის გამოყენებით.
სად მივიღებ ბილეთებს?
ბილეთები გამოიგზავნება ელ-ფოსტის მისამართზე, რომელიც დაჯავშნისას მიუთითეთ. ბილეთების ამობეჭდვა საჭირო არ არის. ელექტრონული ვერსია საკმარისია.
რა უნდა გავაკეთო, თუ ბილეთი ჩემს ელ-ფოსტაზე არ მივიღე?
გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის სისტემას support@sukhishvili.net.
რამდენ ხანს გრძელდება კონცერტი?
კონცერტი, 15-წუთიანი შესვენების ჩათვლით, 1 საათსა და 45 წუთს გრძელდება.